“ამ აჟიოტაჟის შემდეგ კახი კალაძემ დაურეკა ავთანდილ ბერიძეს, მათ შორის შედგა შეხვედრა და წინადადებას წერტილი აქვს დასმული. ინციდენტი ამოწურულია”, – განაცხადა მურმან დუმბაძემ გადაცემა “დიდ პოლიტიკაში”.
მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე განხილული იქნება, მაგრამ ჟურნალისტები ამას ვერ შეიტყობენ:
“პოლიტიკური პარტია, ეს არ არის საჯარო დაწესებულება, ეს არის ნაწილი საზოგადოებისა და ერთ აზრზე მყოფი ადამიანების ჯგუფი. მეტი კომუნიკაციები უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან და არა შუამავლების მეშვეობით დავამყაროთ ურთიერთობა”.
მისივე თქმით, ცოტა საწყენია, როცა ცენტრალურ და რეგიონალურ ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია ჟურნალისტების მეშვეობით მყარდება.

