“გასული ღამის განმავლობაში იყო ძალიან რთული კლიმატური პირობები, ინტენსიური თოვა და ქარბუქი, ამიტომ ამ ეტაპზე შეზღუდულია მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე და ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. მაღალი განვადობის ავტოტრანსპორტი შეუფერხებლივ გადაადგილდება. არის სხვა მიმართულებითაც გარკვეული შეზღუდვები, ეს შეეხება ბორჯომის მიმართულებას, სადაც ასევე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაა შეზღუდული, ასევე, თერჯოლა-ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებაც, სადაც მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაა შეზღუდული, დანარჩენი მოძრაობს ჯაჭვებით. ხულოს მიმართულებით და მესტიის მიმართულებითაც შეზღუდვებია. რაც შეეხება ლარსის მიმართულებას, ამ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შენარჩუნებულია”- განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში დიდთოვლობისა და უხვი ნალექის გამო ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება რამდენჯერმე შეიზღუდა.
