სერგეენკო ამბობს, რომ თავშესაფრები ყველგან გაიხსნება, სადაც საჭიროა, მათ შორის – რეგიონებში:
“შეიძლება სხვაგან სხვა მოდელები გამოვიყენოთ, მაგრამ ეს მოდელები ორიენტირებული იქნება შედეგზე, რომ ადამიანები არ იყვნენ მშივრები და გაყინულები”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ასევე, განიხილება დიალიზისთვის საჭირო მასალების შესყიდვის საკითხი.
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებთან – დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ისრაელიდან, რათა ეს კომპანიები შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე.
