ხაბაძემ მარგელოვს საქართველს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პრობლემები შეახსენა და უთხრა, რომ ეს არის წნეხი რუსეთის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის შესაფერხებლად. ხაბაძე დაინტერესდა, მარგელოვის მოსაზრებით, შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთმა გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც დღეისათვის ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი წინაღმდეგობის გაწევას გულისხმობს:
“2003 თუ 2004 წელს ძალზედ დაიძაბა ურთიერთობები პანკისის ხეობაში არსებული პრობლემების დროს. მაშინ საქართველო და რუსეთი რეალურად ომის დაწყების პირას იდგნენ, თუმცა ჩვენ მოვიქეცით სწორად და მოვახერხეთ, რომ ერთმანეთს შევხვედროდით სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რუსეთ–საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების ფარგლებში, სადაც განვიხილეთ სიტუაცია პანკისის ხეობაში და ამ საერთო პოლიტიკურმა ძალისხმევამ დროულად გამოიღო შედეგი. მე ვფიქრობ, რომ მაშინ ჩვენ შევძელით სერიოზული სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ 2008 წელს. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ქართველ პარლამენტარებს მოსკოვში ვუმასპინძლებთ, ხოლო ჩვენ თბილისში მიგვიღებენ. მე ასევე ვფიქრობ, რომ საკმაოდ პოზიტიურად, სწორი მიმართულებით ვითარდება საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა – ხიდების აღდგენის მცდელობები რუსეთ–საქართველოს შორის. სხვთა შორის, მოსკოვში მე უკვე ყოველდღიურად მაქვს საშუალება, ვისიამოვნო ბორჯომის მინერალური წყალით და მე ეს მომწონს”, – განაცხადა მარგელოვმა.
