“ტრაფიგურა“ თურქმენული ნედლეულის შავი ზღვის პორტებამდე მიწოდების სანდო და ეფექტიან მარშრუტს ეძებს. დღესდღეობით კომპანია ექსპორტისთვის მახაჩკალა-ნოვოროსიისკის მარშრუტს იყენებს. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო კომპანია „ტრაფიგურა ევრაზიის“ ინტერესის ობიექტია, რათა გახდეს ერთ-ერთი საექსპორტო მარშრუტი თურქმენული ნედლეულისთვის. ამ საკითხის რეგიონულ ჭრილში დადებითად გადაწყვეტამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს სატრანზიტო მოცულობები აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებისა და პორტებისთვის”, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის აპარატის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანია „ტრაფიგურა“ 56 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მისი წლიური შემოსავალი 120 მილიარდი აშშ დოლარია. კომპანია აქტიურად საქმიანობს კასპიის რეგიონში და თურქმენეთიდან ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელია. ამჟამად კომპანია ახორციელებს წლიურად 700,000 მეტრული ტონის ოდენობის ნედლეულის ექსპორტს, რომლის გაზრდას 2014 წელს 2 მილიონ მეტრულ ტონამდე აპირებს.

ტრანსფიგურა
ტრანსფიგურა

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *