“რაც ელექტრონერგია არ გვაქვს, შეშის ღუმელს ვიყენებთ. დღეში, სულ მცირე, 2 ტომარა შეშა გვჭირდება, 12 ლარის. არადა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, სხვა გზა არ მაქვს,”- ამბობს მადონა გაბაიძე.
გარდა ამისა, შეშის გამყიდველთა თქმით, შეშის ბაზარზე უკვე დეფიციტია.
“აქამდე ერთი მანქანა შეშა 350-400 ლარი ღირდა, ახლა 500-ლარამდე ღირს უკვე,”- ამბობს გამყიდველი.
ამასთან, ცივი ამინდის გამო დღეს ბათუმში რეზინის დათბილული ფეხსაცმლის ფასმა 35 ლარიდან 55-მდე მოიმატა.
