ოპოზიციური ფრაქციის “ბატკივშინას” ლიდერმა არსენი იაცენუკმა ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, მოუწოდა, “დაიცვან მაიდანი” დარბევისგან.

 

“მაიდანის შტურმი მზადდება. შინაგანი ჯარი მიხაილოვისა და კოსტელნის ქუჩების კუთხეში იმყოფება,” – განაცხადა მან.

 

საავტომობილო საშუალებები, რომლებშიც იმყოფებიან შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, ევრომაიდანზე აღმართული ბარიკადებიდან 150 მეტრში არიან გაჩერებულები.

 

ამასთან, კიევის ცენტრალური მეტროსადგურები დროებით დაკეტილია იქ ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ შეტყობინების გამო.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *