როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულია ორი პირი:
“დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლის საფუძველზე, ხულიგნობის ბრალდებით”, – აცხადებენ შსს–ში.
166–ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობა, კოდქსის მიხედვით გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ან- თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
გარდა დაკავებულებისა ადგილზე იმყოფებიან სხვა პირებიც, დაახლოებით 20–მდე ადამიანი. ისინი აცხადებენ, რომ მართლმადიდებლები დღეს ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავენ და ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნა მათთვის შეურაცხმყოფელია. მათი თქმით, სწორედ ამ მიზეზით მათ უნდოდათ კონცერტის ჩაშლა და პლაკატის ჩამოხევა, რომელზეც არის წარწერა “ებრაული თემი გისურვებთ მხიარულ ხანუქას”, თუმცა პოლიციამ მათ ხელი შეუშალა.
ამ წუთებში კონცერტი დასრულებულია, მიმდინარეობს სცენის დემონტაჟი. ადგილზე კვლავ პოლიციაა მობილიზებული.
თავისუფლების მოედანზე დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც მივიდა, მან დღესასწაულის ბოლო დღეს პირველი სანთელი აანთო.



