“შეიქმნა 6106 საქმე და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შესაბამისი ეკიპაჟები. დარჩენილი ზარების ნაწილი კი საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 429, ხოლო თბილისის მასშტაბით 190 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, აჭარაში – 37, გურიაში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 9, იმერეთში – 264, რაჭა-ლეჩხუმში – 5, შიდა ქართლში – 39. სამცხე-ჯავახეთში – 32, მცხეთა – მთიანეთში – 11, ქვემო ქართლში – 9, ხოლო კახეთში – 16 შემთხვევა დაფიქსირდა.
უამინდობის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი და გარკვეული სახის მატერიალური ზარალი მიადგა მოსახლეობას. 112 ოპერატიულად მიიღებს და განახორციელებს ზარების დისპეტჩერიზაციას შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

