როგორც ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ განუცხადა, ზემოხსენებული დეპუტატები მხარს უჭერენ უკრაინელი ხალხის ევროინტეგრაციულ არჩევანს და კიევში სწორედ სოლიდარობის გამოსახატად ჩავიდნენ.
“[კლიჩკოს პარტია] “უდარი” ჩვენი პარტნიორია. ნაციონალურ მოძრაობასა და “უდარს” შორის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაც არსებობს. ამიტომ ჩვენი წევრები იქ კოორდინაციაში სწორედ “უდართან” იქნებია”, – აცხადებს პატარაია და დასძენს, რომ ბარამიძე, საყვარელიძე, ვაშაძე და რატიანი კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციებშიც იღებენ მონაწილეობას და უკრაინელ პარლამენტარებსაც შეხვდებიან.
