ფილმი 40 წლის სკოლის მასწავლებლის შესახებ მოგვითხორბს, რომელიც უცოლოა და ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

 

შემთხვევითი პაემნები
შემთხვევითი პაემნები

 

როგორც რეჟისორი ლევან კოღუაშვილი აცხადებს, ფილმის პრემიერა ევროპასა და აზიაში უკვე შედგა. თბილისიური პრემიერა კი დღეს გაიმართა და ქართველ მაყურებელს ფილმის შეფასება დღეიდან შეეძლება:

 

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ფესტივალი ჩემი ფილმით გაიხსნა. ეს არის ჩემი მეორე ფილმი, რომელიც თბილსისის საერთაშორისო ფესტივალს ხსნის [პირველი იყო ქუჩის დღეები]. მე მივასალმები ამ ფესტივალს, რომელსაც ნამდვილად გემოვნებიანი ხალხი აკეთებს. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს უკეთესი მხარდაჭერა ექნება. იმედია, ფილმით მაყურებელმა ისიამოვნა”, – განაცხადა კოღუაშვილმა.

 

ფილმში სხვა მსახიობებთან ერთად ია სუხიტაშვილი და კახი კავსაძე მონაწილეობენ.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *