უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინაში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება:
“ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენების შედეგები ჯერ კიდევ, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუსურვებთ უკრიანელ ხალხს, რომ მოხდეს მათი თავისუფალი არჩევანის რეალიზება და ერთად გავაგრძელოთ სვლა ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროსკენ. ვიმედოვნებ, რომ ის პროცესები, რომელიც კიევში მიმდინარეობს, მშვიდობიანად დასრულდება უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად. ჩვენ საქართველოდან ძალიან ყურადღებით ვადვევნებთ თვალს მოვლენებს. ერთი მხრივ, ეს არის შიდასახელმწიფოებრივი საკითხი, მაგრამ როდესაც საქმე ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ზოგად საკაცობრიო ღირებულბეებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იმ ადამაინების გვერდში, ვის მხარესც არის სიმართლე, კონსტიტუცია და დემოკრატიული ფასეულობები”, – განაცხადა უსუფაშვილმა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში სუამის საპარლამენტო ასამბლეის დაწყების წინ.
