“ევროკავშირი და პოლონეთი მზად ვართ დაგეხმაროთ, რათა თქვენი ქვეყანა კონკურენტუნარიან, კანონზე დაფუძნებულ ევროპულ წარმატებად იქცეს”.- დაწერა სიკორსკიმ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე. 

 

ამის გარდა, მან განაცხადა, რომ ბრიუსელი და ვარშავა მზად არიან დაეხმარონ უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში, რეფორმების გატარებასა და კორუფციის დაძლევაში:

 

“მაგრამა მას სჭირდება უმაღლესი ლიდერების მხარდაჭერა”– ხაზს უსვამს ის.

 

მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის მოქალაქეებს. 

 

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსმა თავის გვერდზე იმავე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეიდანი “გადაიქცა მასობრივი მოძრაობად, რომელსაც  ევროპაში სწრაფად შესვლა სურს და არა მოგვიანებით. მნიშვნელოვანია,  თავიდან ავიცილოთ ძალადობა”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *