Live streaming video by Ustream
სააგენტო “იტარტასი” იუწყბეა, რომ ქუჩაში სროლის ხმა ისმის. კიევის “საზოგადოებრივი მაუწყებელი” კი აცხადებს, რომ თავდასხმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები კვლავ აპირებდნენ კიევში მაიდანის დაკავებას, მიუხედავად კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმადაც ქალაქის ცენტრში, მათ შორის აღნიშნულ მოედანზე ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარება 1 დეკემბრიდან 7 იანვრამდე აკრძალულია.
«РБК-Украина» აცხადებს, რომ ამ დროისათვის მაიდანზე 120 000 ადამიანია შეკრებილი, ოპოზიციური პარტიის “Батькивщина”–ს თქმით კი მაიდანზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეების სკანდირებენ –რევოლუცია.
პოლიციამ ოპოზიციის კოლონის მოახლოვებისთანავე მოედნის ტერიტორია დატოვა. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ასევე მათი მოთხოვნაა გადადგეს უკრაიანის შინაგან საქმეთა მინისტრი. “ინტერფაქსის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ გადამეტებული ძალის გამო ბოდიში მოიხადა. თავის მხრივ, გენერალური პროკურორი ვიქტორ შკონკა აცხადებს, რომ დარბევის თითოეული წამი იქნება გამოძიებული, მან ასევე აღიარა, რომ შაბათს მაიდანზე მომიტინგეები კანონიერად იმყოფებოდნენ.

