აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს მთავრობა და პრეზიდენტი.


უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სიმშვიდეა სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასა და პროფკავშირების სახლშიც. ჩინოვნიკები კი, რომლებიც სამსახურში მივიდნენ დილით, შენობაში ვერ შედიან.  

 

პროფკავშირების სახლში ამ დროისთვის ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები იმყოფებიან. გარდა ამისა, არიან ექიმები, რომლებიც აქციის მონაწილეებს რჩევებს აძლევენ.

 

სააგენტო იტარ ტასის ინფორმაციით, ევროკავშირმა “კიევში ძალის გამოყენების გამო შესაძლოა კონკრეტული პირების მიმართ” სანქციები შემოიღოს.

 

1 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა კიევის სხვადასხვა ადგილას აქციის მონაწილეები შეიჭრნენ ქალაქის მერიაში. პოლიციასთან შეტაკება მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ კიევის ქუჩებში დღეს ნახევარ მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. ქვეყანაში მასობრივი წინააღმდეგობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.

ფოტო: ოლენა კუტოვენკო
ფოტო: ოლენა კუტოვენკო


ფოტო: ოლენა კუტოვენკო
ფოტო: ოლენა კუტოვენკო


ფოტო: ოლენა კუტოვენკო
ფოტო: ოლენა კუტოვენკო


ფოტო: ოლენა კუტოვენკო
ფოტო: ოლენა კუტოვენკო


ფოტო: ოლენა კუტოვენკო
ფოტო: ოლენა კუტოვენკო


ფოტო: ოლენა კუტოვენკო
ფოტო: ოლენა კუტოვენკო




Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *