
“ამით შეიცვლება ის, რომ ვინც ამაზე [სახელზე] გამუდმებით საუბრობდა, მათ მოესპობათ არგუმენტები. ეს არის ყველაზე ნეიტრალური სახელი და მათ გაუჭირდებათ ამის წინაღმდეგ გალაშქრება”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქრეიშვილი ზემოხსენებული სამინისტროსთვის სახელის გადარქმევას თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ითხოვს, თუმცა, მისი თქმით, ამას წინა პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ თანხმდებოდა. მინისტრის განცხადებით, წინა სახელი მის უწყებას აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობაში უშლიდა ხელს.
