“როგორც იცით, ორ დღეში სრულდება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი და როგორც ჩანს სრულდება ამ შენობის სტატუსიც, როგორც პრეზიდენტის სასახლის. ძალიან მტკივნეულია ამ რეალობის აღქმა, მაგრამ ჩვენ კვლავაც ვფიქრობთ, რომ ეს შენობა ეკუთვნის ხალხს და რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ უნდა იხილოს, თუ რა არის ეს შენობა არამხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. ხვალ ჩვენ დილიდან, 12:00 საათიდან გავხსნით კარს და ყველას ვისაც აქვს ეს ინტერესი, დიდი სიხარულით ვეპატიჟებით, რომ მობრძანდნენ. ჩვენი სპეციალური ჯგუფი ყველას გაყვება და დაათვალირებინებს”, – განაცხადა ბარნოვმა.

