10:30 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით,  კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ იწყება. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: უზნაძის 52, განათლების სამინისტრო.

 

11:00 – სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საართველოს მთავრობის, საქსტატის და UNFPA-ის ორგანიზებით გაიმართება დონორთა კონფერენცია მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით.

 

11:00 – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის ახალი პროექტის „ადგილობრივი ლიდერების“ პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: ქ. თბილისი ვაზისუბნის ქუჩა #7(ვეძისის ასახვევი) საკონტაქტო პირი: სოფო აზარიაშვილი 551 08 18 03

 

11:30 – სააგენტო “პირველის” პრესკლუბის სტუმარი საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი იქნება.  მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ეკა ლორთქიფანიძე – 595 01 82 45; 599 70 72 00.

 

12:00 – იუსტიციის სამინისტროში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე ღია კარის დღეს გაიმართავს. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრება. მისამართი: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო.

 

12:00 – სააგენტო “პირველის” პრესკლუბის სტუმარი კახა კუკავა იქნება. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ეკა ლორთქიფანიძე – 595 01 82 45; 599 70 72 00.

 

12:00 – გორის უნივერსიტეტის დარბაზში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და გორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თვითმმართველობის კოდექსს წარუდგენენ.

 

12:30 – სააგენტო “პირველის” პრესკლუბის სტუმარი იური მეჩითოვი იქნება. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ეკა ლორთქიფანიძე – 595 01 82 45; 599 70 72 00.

 

12:00 –”სამხატვრო აკადემიაში” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი და თბილისის სამხატვრო აკადემიის გადარჩენისა და აღორძინების ფონდის პრეზიდენტი სოფიკო ჭყონია ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

13:00 –საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართება დმანისისა და ოზურგეთის შემოქმედებითი კოლექტივების გაცვლითი კონცერტი. ოზურგეთის მუსიკოსებს დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი უმასპინძლებს, პროექტის „ ჩემი საქართველო აქ არის“ ფარგლებში.

 

17:00 – თსუ-ს პირველი კორპუსის 317-ე ოთახში ჩატარდება გაზეთ ,,ლიტერატურული საქართცელოს“ 77-ე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული საღამო. ღონისძიებაზე გაიმართება ქართველი პოეტებისა და მუსიკოსების შემოქმედებითი საღამო.

 

18:00 – დათო ტურაშვილის წიგნის:”ტყეების მეფე – ლეგენდები დავით აღმაშენებელზე გაიმართება. მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7, თი ბი სი ბანკის სათაო ოფისი.

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *