“ფაქტია, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია. ბატონო პრეზიდენტო, ახლა თქვენ თანამდებობას ტოვებთ და შეგიძლიათ თქვათ, რომ საქართველო დღეს არის უფრო სტაბილური ქვეყანა, ვიდრე ადრე იყო. ევროპის კავშირი პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ყველანაირი გამოძიების დროს ეს აუცილებელია და ამას ვაცხადებ საჯაროდ, რომ მე როდესაც პრემიერ-მინისტრს შევხვდი, მკაფიოდ ვუთხარი, რას ნიშნავს ოპოზიცია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან. როგორც პირადად მე, ასევე, ეშტონს და კომისარ ფულეს. უფრო კონკრეტული ვიქნები და გეტყვით, რომ დემოკრატიის ტრანზიციის პერიოდში საქართველოში არის დიდი პოლარიზაცია ოპოზიციასა და მთავრობას შორის. ქართველების ფუნდამენტური ინტერესია, რომ პოლიტიკური საკითხები გადაწყდეს პოლიტიკური მეთოდებით, არჩევნების გზით. თქვენ ახლა გყავთ ახალი პრემიერი და პრეზიდენტი. პოლიტიკური პრობლემები უნდა გადაწყდეს პოლიტიკური გზით და არა სამართლებრივი მეთოდებით. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა,”- განაცხადა ხოსე მანუელ ბაროსომ.

