“გოგა ძველაიამ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი, კატეგორიულად ამბობს, რომ ეს არ არის მისი შვილი, მაგრამ მე დავესწარი ბოლომდე ფირის ჩვენებას და რამოდენიმე კადრში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იყო გოგა ძველაია.
ჩვენებას ესწრებოდა ბიძაც, რომელმაც რაღაც მომენტში თქვა, შეიძლება ეს იყოსო, მაგრამ მას მხოლოდ 3–ჯერ ჰყავს 16 წლის მანძილზე ნანახი გოგა. გაურკვეველი სიტუაცია იყო”, – აცხადებს ადვოკატი. მისი თქმით, აუცილებელია, კადრებს ექსპერტიზა ჩაუტარდეს:
“ეს არ არის ხარისხიანი ვიდეო, არის რამოდენიმე კადრი, სადაც ზემოდან იღებს კამერა და შეუძლებელია ამოცნობა, რადგან ეს სათვალთვალო კამერაა და არა პროფესიონალური. აუცილებელია ექსპერტიზის ჩატარება, ექსპერტიზა გარდაუვალია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა”, – განაცხადა ლედი ტუკვაძემ.
16 წლის გოგა ძველაია 8 ოქტომბერს გარდაიცვალა, ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ისინი კამერაში გადაღებული ფირების გადაცემას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ ფირების ჩვენებას დათანხმდნენ.
გამოეძიებიას აღნიშნულ საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პროკურატურის ზედამხედველობით აწარმოებს.
