მისი თქმით, ამომრჩევლებმა შეძლეს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მშვიდ გარემოში ჩატარდა. ადგილი არ ჰქონია სერიოზულ ექსცესებს და დარღვევებს, რომელთაც რაიმე განსაკუთრებული პრობლემა შეიძლება მოეტანა. საარჩევნო ადმინისტრაციამ იმუშავა ძალიან ოპერატიულად და ჩვენ ამ არჩევნებზე პირველად შევძელით საქართველოს ისტორიაში, რომ ღამის 12 საათზე გამოგვეცხადებინა წინასწარი შედეგები. ახლა ძალიან სრაფ რეჟიმში მიდის ოქმების მიღება და დამუშავება. არჩევნები შედგა, თუმცა საბოლოო შედეგზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას ყველა იმ პრეტენზიას, რომელიც გამოიხატა სხვადასხვა მხარის მიერ. ჩვენ 19 დღე გვაქვს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები შევაჯამოთ და თუ არ იქნება მნიშვნელოვანი დავები და სასამართლო პრეტენზიები, უფრო მალე შეგვეძლება ოფიციალური შედეგების გამოცხადება”, – განაცხადა ჟვანიამ.
