გარდა აღნიშნულისა,  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ სპეც-უბნებზე დაფიქსირდა მარკირების პროცედურის არაერთგვაროვანი განხორციელება,  ამომრჩეველთა სიებში სხვადასხვა ტიპის პრობლემები, ბეჭედზე ნაკვეთურის გაკეთებასთან დაკავშირებული  პროცედურული პრობლემები, უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტობის კანდიდატის – ნინო ბურჯანაძის  მხარდამჭერთა მიერ დაფიქსირდა ამომრჩევლის პირადობის მოწმობისა და მარკირების შემოწმების ფაქტები.

 

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანლმა ქეთევან ჩიჩავამ განაცხადა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფმა ბაჩო ახალაიამ და ვანო მერაბიშვილმა ხმა დღის 12 საათამდე მისცეს:

 

“მათ ჰქონდათ საშუალება სასურველ დროს მიეცათ ხმა. მაგალითად, გლდანის ციხეში წინასწარ გამოძახების საფუძველზე ხდება ხმის მიცემა, ამ შემთხვევაში, საკუთაი ნებით გამოცხადებისას მიჰყავდათ ისინი ხმის მისაცემად და 12 საათისათვის უკვე ყველას მიცემული ჰქონდა ხმა. ზოგადად პენიტენციალურ სისტემაში არ აქვთ პირადობის მოწმობები. ან ოჯახის წევრებმა მიაწოდეს, ან დამზადდა საჯარო რეესტრის მიერ”,- განაცხადა ქეთევან ჩიჩავამ. 

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) კონტიტუციის 42-ე მუხლთან პარტნიორობითა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური  მხარდაჭერით 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგს 200- კაციანი სადამკვირვებლო მისიით ახორციელებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *