მისი თქმით, ყველაზე მაღალი ატივობა ფიქსირდება რაჭა–ლეჩხუმში, ასევე, გურიასა და მცხეთა–მთიანეთში.

 

ეს მაჩვენებელი 12 პროცენტით ნაკლებია 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების აქტივობის მონაცემთან შედარებით. შარშან გამართულ არჩევნებზე 15:00 საათისთვის 45%–იანი აქტივობა ფიქსირდებოდა.

 

ცესკოს სპიკერის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნებს არ აქვს დაწესებული გარკვეული ზღვარი აქტივობის თვალსაზრისით, შესაბამისად, დაბალი აქტივობის შემთხვევაში შედეგები მაინც გამოცხადდება.

 

აზარაშვილის მტკიცებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არსებითი ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *