“ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე  3 537 719–ია. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩვევნების დროს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 613 851–ს. საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილია 52 საარჩევნო უბანი, მათ შორის 3- ავღანეთში. საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საერთო რაოდენობა კი 48 458–ია”– განაცხადეს ცესკოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია ორშაბათიდან იწყებს საარჩევნო ბიულეტინების ბეჭდვას, რასაც ცესკოს წევრების გარდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დააკვირდებიან. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *