ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის  წევრები არიან: კრისტინ ტოდ უიტმანი, ნიუ–ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორი; რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის ყოფილი მდივანი; პერ
ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; დეიმონ უილსონი, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი; ლორა ჯუიტი, NDI–ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.

 

დელეგაციის მიზანი იყო 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების გაცემა შეუძლია.

 

დელეგაციამ დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, წინააღმდეგობრივ საკითხად გამოიკვეთა ცესკოს მიერ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა რეგისტრაციაზე უარის თქმა.


ამავე ანგარიშის მიხედვით, არჩევნების ადმინისტრირების კუთხით შემაშფოთებელი ასპექტი 12 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება გახლდათ:


“აღნიშნული პრობლემატურია, რადგან კომისია მოახლოებულ არჩევნებს მუდმივმოქმედი ხელმძღვანელობის გარეშე ხვდება და, სულ ცოტა, მის მიერ თანამდებობის დატოვებამდე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის შესახებ კითხვებს ბადებს. თუმცა ის ფაქტი, რომ, საერთო ჯამში, საარჩევნო ადმინისტრაცია
არჩევნებისთვის პროფესიონალურად მზადებას განაგრძობს, მიუთითებს ყოფილი თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის დროს კომისიის ხარისხის ზრდაზე”, – ნათქვამია ანგარიშში.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *