“ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით ბატონი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს და ადგილობრივი სამმართველოს წარმომადგენლებს, ყველანი ვიყავით შეხვედრაზე. გვითხრეს, რომ იყო გაურკვევლობა, უზუსტობები. გვითხრეს, რომ საბაჟოზე გადაამოწმებენ კანონის ფარგლებში ყველაფერს. რაც პრობლემები იქნება საბაჟოსთან მიმართებაში, თვითონ გადაიხდიან, და როდესაც დოკუმენტურად ყველაფერი მოგვარდება, ისევ სამინისტროს ძალებით, მათი ხარჯებით, ეს მინარეთი კვლავ გაკეთდება”, – განაცხადა ჯემალ აგაძემ.

 

მომიტინგეთა ნაწილი აღნიშნული გადაწყვეტრილებით უკმაყოფილოა, მათ ახალციხის სამხარეო პოლიციასთან თავისი პროტესტი ღიად გამოხატეს. ამის შემდეგ მომიტინგეთა ნაწილი სოფელ ჭელის მიმართულებით გაემართა, სადაც ლოცვას აპირებენ და აცხადებენ, რომ ამის შემდეგ ბათუმში გაემგზავრებიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ.


რამდენიმე მომიტინგე აცხადებს, რომ მათ ჩოლოქის ხიდის გადაკეტვა სურთ. თუმცა ხულოს მუფთი ასლან აბაშიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ბათუმში დღეს მშვიდობიანი აქცია გაიმართება მინარეთის დაბრუნების მოთხოვნით, ასევე, ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც საქართელოში ისლამს აწუხებს.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *