როგორც “ნეტგაზეთს” საიას იურისტმა, ქეთი ბებიაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპირებს, რომ ამ პროცესში ჩაერთოს და დაკაბებულებს ადვოკატირება გაუწიოს.
ამ მიზნით ახალციხეში საიას გორის წარმომადგენლები არიან ჩასული.
აღნიშნულ 6 პიროვნებას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით აქვთ წაყენებული. გამოძიება მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დებს ბრალს.
გარდა ამ 6 პირისა, დაკავებული რჩება 3 ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე ახალციხის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან. მათ გამოძიება ბრალს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით წარუდგენს.
სასამრთლოსთან 20-მდე ადამიანი აქციას მართავს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.
26 აგვისტოს, ადგინელის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის ჩამოხსნისას მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში 19 ადამიანი დააკავეს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მათგან მხოლოდ 9 დააკავეს, 10 კი მოწმის სტატუსით დაკითხეს და გაუშვეს.
