გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია
გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 53 % საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას სწორედ გიორგი მარგველაშვილს აძლევს, მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე 9 %-ით, მესამეზე ნინო ბურჯანაძე 7 %-ით, შემდეგ მოდის შალვა ნათელაშვილი, რომელსაც 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. სალომე ზურაბიშვილს გამოკითხულთა 3% უჭერს მხარს, გიორგი თარგამაძეს- 2 %, ხოლო ნესტან კირთაძეს- 1 %.

 

აღნიშნული საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავაა, რომელიც თავის დროზე ივანიშვილის მრჩეველი იყო. მისი თქმით, კვლევა ჩატარდა ამა წლის აგვისტოში, მთელი საქართველოს მასშტაბით და გამოკითხულ იქნა 2028 რესპოდენტი სტანდარტული შემთხვევითი შერჩევის მეთოდით.

 

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

კვლევის ავტორების მტკიცებით, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +- 2.3 % -ს არ აღემატება.

 

კითხვაზე, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემთ ხმას, უარი პასუხზე გამოკითხულთა 10 %- მა განაცხადა. 7 %-მა აღნიშნა, რომ არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს, ხოლო 3 % აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ იცის, თუ ვის უჭერს მხარს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *