როგორც მან დღეს, 16 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხარატიშვილმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო:
“ისტორიაში ცნობილია უცნაური ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის. შუა საუკუნეებში ომი იყო გამოცხადებული, მაგრამ არავინ არ ომობდა, ამიტომ ეს იყო უცნაური ომი. საქართველოს ისტორიაში ხარატიშვილი შევა უცნაური კანდაიდატის სახელით, რადგან ის პოლიტიკოსიც არ არის. ჯერ რატომ მოვიდა ცესკოს თავმჯდომარედ, მერე რატომ გადადგა და რატომ წამოვიდა პოლიტიკაში, ეს დიდ უცნაურობას წარმოადგენს პირადად ჩემთვის, თუმცა მის პიროვნულ ღირსებებს მე არ ვამცირებ. არ მგონია, რომ მან ამ ეტაპზე პოლიტიკაში ვარსკვლავები დაკრიფოს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ცესკოს თავმჯდოამრის პოსტზე ხარატიშვილის შესაძლო შემცვლელის შესახებაც:
“ძველი გამონათქვამი იყო- რუსი მოკვდა, რუსი ჩადგაო. ამ ფორმატში შეიძლება მოვიდეს ხარატიშვილზე უარესიც, რადგან ხარატიშვილს იმდენად არაფერი დაუშავებია”, – აღნიშნა ლეიბორისტები ლიდერმა.
