როგორც ბაქრაძემ ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაგეგმილი შეხვედრა კვირიკაშვილმა გაბუტვის საფუძველზე ჩაშალა:
“ძალიან ვწუხვარ, რომ პირადი წყენის და გაბუტვის საბაბით ეკონომიკის მინისტრმა საქმიან შეხვედრაზე უარი თქვა. ამ შეხვედრის ამოცანა იყო, რომ ამ ქვეყანაში ასეულობით ათას ოჯახს ეცხოვრა უკეთესად. დიახ, მე შევთავაზე მას შეხვედრა არა იმიტომ, რომ მიხარია ან მსიამოვნებს ბატონი კვირიკაშვილის ნახვა, არამედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დღეს ადამიანებს აწუხებთ პრობლემები და საჭიროა ამ პრობლემები მოგვარება. მისგან განსხვავებით, მე ამ შეხვედრას ვხედავდი, როგორც საქმიანს, სადაც გულწრფელად ვისაუბრებდით იმ პოზიტივზე, რაც იყო წინა წლებში და შევახსენებ, რომ დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ იყო 7–8-პროცენტიანი [ეკონომიკური] ზრდა… ასევე [ვისაუბრებდით] იმ პრობლემებზეც და შეცდომებზეც, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს წინა წლებში. განსხვევბით ბატონი კვირიკაშვილისაგან მე ყოველდღე დავდივარ და ვხვდები ადამიანებს, განსხვაევბით ბატონი კვირიკაშვილისგან მე ვხედავ, რომ დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ცხოვრობს ან ისე, ან უფრო უარესად, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ და განსხვავებით ბატონი კვირიკაშვილისაგან მე მაწუხებს ამ ადამაინების ბედი და მსურს, რომ მათ იცხოვრონ უკეთესად და საქართველოს ეკონომიკა წავიდეს წინ. ვწუხვარ, რომ ეს საქმიანაი და აპოლიტიკური შეთავაზება კვირიკაშვილისთვის აღმოჩნდა მიუღებელი”, – განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძესთან დაგეგმილ შეხვედრას აუქმებს. როგორც კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება ბაქრაძის თანაპარტიელის, გიორგი ვაშაძის დღევანდელი განცხადების გამო მიიღო.
