4 იანვარს ნიუ-იორკი საგანგებო რეჟიმით ცხოვრობდა, რადგან მეგაპოლისის მოსახლეობას “თოვლის შტორმთან” მოუწია გამკლავება. თოვლის საფარმა ნიუ-იორკში 20 სმ-ს გადააჭარბა.
ქალაქში დაკეტილი იყო სკოლები. ხოლო ნიუ ჯერსიში არ ფუნქციონირებდა სახელმწიფო დაწესებულებები. ქალაქის მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ.














