სამინისტროს ცნობით, 7 აგვისტოს მსჯავრდებულმა საკანში თავი შეუძლოდ იგრძნო. მას აღენიშნებოდა ტკივილი გულ-მკერდის არეში, ირადიაციით ბეჭის არეში და საერთო სისუსტე. წნევის გაზომვის შემდეგ, იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში, სადაც ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, რომლის შედეგადაც დაისვა კლინიკური დიაგნოზი – მწვავე მიოკარდიუმის გავრცელებული მსხვილკეროვანი ინფარქტი, გართულებული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიით.


“ტკივილის კუპირების და სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, მოხდა გულის უეცარი გაჩერება. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსჯავრდებული თ.კ. სასჯელის მოხდის პერიოდში გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით და ხშირად მონაწილეობდა სპორტულ აქტივობებში,” – ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *