ყულუმბეგაშვილის თქმით, სკოლის შენობასთან ახლა სატვირთო მანქანებია მობილიზებული და იქ მცხოვრები 40-მდე ოჯახის ნივთებს ალაგებენ. ყულუმბეგაშვილის განცხადებით, სკოლასთან ოფიციალური პირები არ არიან მისული. იქ ოცამდე პოლიციელი იმყოფება. 

 

ყულუმბეგაშვილი ამბობს, რომ მარტო რამდენიმე ოჯახს დაასახლებენ კოჯორში, ხოლო დანარჩენებს “ქუჩაში დატოვებით ემუქრებიან.”

 

“მე არავითარ შემთხვევაში არ გავალ. არაფერი არ გამაჩნია. სად გავიდე. სამსახური მე არ გამაჩნია, არც თავშესაფარი და არავინ გამაჩნია ისეთი, რომ ღამე გავათიო,”-განაცხადა ყულუმბეგაშვილმა.  

 

ყულუმბეგაშვილის განცხადებით, ყოფილი 142-ე სკოლის ყოფილი შენობა თემქაზე, მესამე მიკრორაიონის მეოთხე კვარტალში მდებარეობს და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება. 

 

2013 წლის 23 ივნისს ყოფილი 142-ე სკოლის შენობაში თვითნებურად შესახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გამოსახლების შესახებ პოლიციის უწყებები ჩაბარდათ. სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა 25 ივლისს გამოსახლების შესახებ ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრეს. ყულუმბგაშვილის თქმით, მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *