სააკაშვილის თქმით, როცა ომი დაიწყო, ის ვერ ახერხებდა მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებას, რადგან ისინი იმ დროისთვის შვებულებაში იყვნენ გასული და ისვენებდნენ:
“როდესაც ბუში დაბრუნდა ვაშინგტონში, მათ ასწიეს ავიაცია თურქეთში, მოიყვანეს სრულ საბრძოლო მოქმედებაში ავიაცია, დამატებით თვითმფრინავები დაფრინდნენ რუმინეთის სამხედრო ბაზაზე და როდესაც მათი სატვირთო თვითმფრინავები საქართველოს მიმართულებით გამოემართნენ, რაც დაკეტილი იყო რუსეთის მიერ, თუმცა სამხედრო–სატვირთო თვითმფრიანევის უკან იყო პატრულირება, პლიუს, როცა მე–6 ფლოტი წამოვიდა საქართველოსკენ და ფლოტის ფლაგმანმა გამოიარა ბოსფორი, რა თქმა უნდა, ის შეიარაღებული იყო რაკეტებით და ვიცეპრეზიდენტმა ჩეინიმ ღიად თქვა – ხომ გესმის, რომ მართლა სასმელი წყალი არ ჩამოგვიტანია, ეს უფრო სერიოზული ტვირთია და რუსებმაც ეს ძალიან კარგად იცოდნენ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში აშშ–ის წვლილზე “რუსთავი 2″–ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა:
“როცა თბილისი ვეღარ აიღეს აშშ–ის მე–6 ფლოტის და ავიაციის ჩარევის გამო და როცა აფრინდნენ ეს თვითმფრინავები რუმინეთში, თურქეთში, ჩვენს საზღვრებთან პატრულირება შემოვიდა მათი, ყველაზე ფლაგმანი შემოვიდა, ჩეინიმ მაშინ მითხრა, ჩეინიმ შესთავაზა ამერიკის ადმინისტრაციას როკის გვირაბის დაბომბვა, რუსებმა ეგრევე მიიღეს ეს მესიჯი, მას შემდეგ, რაც მე უარი ვთქვი გაყვანაზე, მას შემდეგ ამერიკელებმა სხვა შემომთავაზეს – მე ვუთხარი, მე არსად არ მივდივარ, დავრჩები ჩემს თბილისში, ჩემს სასახლეში. მათ თქვეს, რომ აგაფეთქებენ, მაგ სასახლეს ააფეთქებენ ერთ წამში. კი, ბატონო, ააფეთქებენ, სარდაფში ჩავალ, სარდაფიანად ამოგთხრიანო, რას მთავაზობთ? ჩამოდის ჩევნი სამხედრო თვითმფრინავები, წაგიყვანთ, არა!”
