“რბილად რომ ვთქვათ, არ მივესალმებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, მიუხედევად საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებებისა. მაგრამ არა იმიტომ, რომ ვთვლით, რომ საქართველოს ამის უფლება არ აქვს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, არჩევანი ამა თუ იმ პოლიტიკურ სამხედრო ალიანსის თუ გაერთიანების სასარგებლოდ გააკეთოს, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ არა თქვენი მიდგომებიდან, არამედ ჩვენი მიდგომებიდან. ჩვენი მიდგომები კი ასეთია, თუ რუსეთის მახლობლად (შეგახსენებთ, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, უდიდესი ბირთვული არსენალით, ამის იგნორირება არ შეიძლება) გაჩნდება სახელმწიფო, რომელიც იქნება სხვა სამხედრო პოლიტიკური ალიანსის წევრი, რომლის ბირთვული რაკეტები დამიზნებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, ამას რუსეთი უყურადღებოდ ვერ დატოვებს. დიახ, ჩვენ ნატოსთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ამ ფაქტის იგნორირებას ვერ შევძლებთ. ეს საქართველოსთვისაც ცუდია. თქვენ ამით თითქმის არაფერი შეგემატებათ, როგორც სუვერენულ, კარგად განვითარებულ ქვეყანას. ამავე დროს, ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება. ვთვლი, რომ ამაზე საქართველოს მოსახლეობამ და საქართველოს ხელმძღვანელობამაც უნდა იფიქროს,”- განაცხადა დმიტრი მედვედევმა “პოზიციასთან” ინტერვიუში.

 

მისივე თქმით, რუსეთს არც ის მოსწონს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან ნატოს წევრები. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *