ნატახტარი
ნატახტარი

6 აგვისტოს,  სასტუმრო „რედისონ ბლუ-ივერიაში“ კომპანია „ნატახტარი“ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც იგი მომხარებელს მორიგ სიახლეს გააცნობს.

 

პრესკონფერენციას წარუძღვება და ჟუნალისტების კითვებს უპასუხებს კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი.

 

ამიერიდან ნატახატრის ლუდი და ლიმონათი ბაზარზე  0,33 ლიტრიანი თუნუქის შეფუთვით გამოვა. ახალი შეფუთვის გამოშვება მომხმარებლის გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. შეფუთვის ეს სახე მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი და ფასითაც მიმზიდველია, რაც ხელს შეუწყობს,  ზოგადად, ლიმონათისა და ლუდის მოხმარების  ზრდას.

 

ლუდი ნატახტარის 0.33ლ.  შეფუთვის ფასი არის 1 ლარი, ხოლო 0.33ლ. ლიმონათის ფასი არის 50 თეთრი

 

ნატახტარი ქართული ლუდის ბაზრის ლიდერი კომპანიაა, ამაზე მეტყველებს მისი აქტიურობა და ინოვატორობა, პროდუქციის ხარისხი, მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა. ნატახტარის ლიმონათი საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან გამოდის. მან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხარებლებში და დღეს ყველაზე პოპულარული ლიმონათია საქართველოში. ნატახტარის ლიმონათი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება. ექსპორტის მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ლიმონათზე.  დღეისათვის ექსპორტი სტაბილურად მსოფლიოს 20 ქვეყანაში მიმდინარეობს. კომპანია მომხარებელს ათი არომატის ლიმონათს სთავაზობს (მსხალი, ტარხუნა, საფერავი, ნაღები, ლიმონი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, კოწახური და ვაშლი)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *