“ამჟამინდელი ინფორმაციით, ალ ქაიდა და მასთან დაქვემდებარებული ორგანიზაციები გეეგმავენ ტერორისტულ თავდასხმებს რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ. ისინი მთელ ძალისხმევას მიმართავენ ტერაქტების მოსაწყობისთვის დღევანდელი დღიდან დაწყებული აგვისტოს ბოლომდე”. – ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპპარტამენტი აცხადებს, რომ ტერორისტებმა შესაძლოა სხვადასხვა საშუალებები გამოიყენონ. მათივე თქმით, ტერორისტების პოტენციური სამიზნე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემები და ტურისტული ინფრასტრუქტურა იქნება.
“ამერიკის მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები, რათა თავი დაიცვან მოგზაურობისას. ჩვენ კვლავ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვა ქვეყნებთან საერთაშორის ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით. ინფორმაცია გავუზიარეთ ამერიკის მთავარ პარტნიორებს ტერორისტული შეთქმულების ხელის შეშლის და თავდაცვის გაძლიერების მიზნით”– ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 21 ქვეყანაში საელჩო და საკონსულო დახურა.
