აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სააგენტოს ინფორმაციით, 335 ადამიანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
სია 335 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არიან ქართველი მწერლები: დავით ტურაშვილი, ბესო ხვედელიძე და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი. სიაში ასევ არიან პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი მარკედონოვი, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ქეროლაინ კოქსი, რუსეთის დუმის წევრი მაკსიმ მისჩენკო, დესეთეს საკითხებში რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბერლინის ევროპული აკადებიის დირექტორი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი ფრანსუა როშებლოინი. სიაში ასევე მოხვდნენ იტალიელი მომღერალი ალ ბანო, სოპრანო მონსერატ კაბალიე და ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები.
