“ზოგადად, სახელმწიფოს პრეზიდნტები, პრემიერ–მინისტრები ისეთი თანამდებობის პირები არიან, რომელთა გადაყენება, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, ან თუ მკვლლეობასთან გვაქვს საქმე, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის დამაზარალებებლი, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ სიმართლე არ გაირკვა, ეს იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტად დამაზარალებელი ყველასთვის და ყველაფრისთვის, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს ამ თემებზე და ამ საკითხებზე წერტილი დასმული. მე ვთვლი, რომ ჩვენ, ახალ ხელისუფლებას, ამ თვალსაზრისით ცოტა დრო დაგვრჩა იმიტომ, რომ თუ ოთხი წელი გამოძიებებს მოვანდომეთ, ე.ი. ჩვენშიცაა პრობლემა ან კვალიფიკაციის, ან სხვა რამის. ამიტომ ასეთი სახის საკითხებზე სიცხადის შესატანად ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა. წინა ხელისუფლებას რატომ არ შეჰქონდა სიცხადე, ეს გასაგებია. ცოტაში მე არ ვგულისხმობ 2–3 დღეს, მაგრამ არც 2–3 წელს ვგულისხმობ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა კი რამდენიმე დღის წინ “მეცხრე არხის” ეთერში თქვა, რომ ჟვანიას საქმეზე გამოძიებამ ახალი გარემოებები დაადგინა და გამოძიებაში პროგრესია, თუმცა პროკურორს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
