ამის შესახებ კომენტარი მან ტელეკომპანია “რუსთავი 2” –თან გააკეთა.

 

“პირველი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წინასწარი მონაცემები. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მას მაქსიმუმ ორჯერ დააზუსტებს. ეს მონაცემი საერთოდ არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ მდგომარეობას, რაც ვფიქრობთ, რომ არასწორია და ხელოვნურად არის შემცირებული. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის, რომ დღეს ვიმყოფებით ახალი ინვესტიციის პრეზენტაციაზე. ინვესტიციები ხორციელდება ძალიან ბევრი და ძალიან ხშირად, რაც იმის დასტურია, რომ ეკონომიკაში გრძელვადიანი აღმავლობის ხანა იწყება.  ეკონომიკა არ არის შემცირებული, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ სოფლის მეურნეობის სექტორის გარეშე შეადგინა 2 პროცენტი.”

 

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკის ზრდა ივნისში კიდევ უფრო შემცირდა და -0.8% შეადგინა.

 

2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

საქსტატის ცნობით, იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

 

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 0% შეადგინა, რაც ეკონომიკის სპეციალისტებმა საგანგაშოდ მიიჩნიეს ქვეყნისთვის.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *