ფირუაშვილი ამ პოსტზე 26 ივლისს აირჩიეს და ის აცხადებს, რომ ერთ–ერთი პირველი საკითხი, რომელზეც მუშაობას გეგმავს, სწორედ კუს ტბის გარშემო განვითარებული მოვლენებია.
“ამ ქალაქში უამრავი პრობლემაა გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ამ მოწვევის საკრებულოში ამ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იქნება, მაგრამ ვეცდები კატასტროფული მდგომარეობის მცირედით მაინც შემსუბუქებას. პირად მე დღეს ვაპირებ მივიდე კუს ტბის ტერიტორიაზე და მოვინახულო ის ადგილი, სადაც იგეგმება რესტორნის მშენებლბა. ზოგადად, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, იქ ხეების მოჭრა არ იგეგმება და დაგეგმილი იყო ნარგავების სხვა ადგილზე გადატანა”, – აცხადებს კახა ფირუაშვილი და დასძენს, რომ კომისია აპირებს შეისწავლოს, რამდენად კანონიერად შენდება კუს ტბის ტერიტორიაზე რესტორანი.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმ ტერიტორიის გარშემო ყველა ტერიტორია არის ლანდშაფტის სტატუსის მქონე. მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილს აქვს სამშენებლო სტატუსი. ზონებისთვის სტატუსის შეცვლა ხდება საკრებულოს მიერ და გამოსაკვლევია, როდის გადაიქცა ეს ტერიტორია ლანდშაფტურიდან სამშენებლო ზონად”, – ამბობს საკრებულოს წერვი.
