თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

“2013 წლის პირველ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, გაგა მკურნალიძის, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილის მიმართ. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული ბრალდების დადგენილების მიხედვით, ბაჩანა ახალიას ბრალი ედებოდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობი პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენაში, აგრეთვე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორ ეპიზოდში, აქედან ერთი -ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ხოლო მეორე- ჩადნილი ორი ან მეტი პირის მიმართ და წამება, ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

გიორგი კალანდაძეს ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთლეობისათვის საშიში ძალადობით. 

 

ალექსანდრე გორგაძეს ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის მიმართ. 

 

მერაბ კიკაბიძეს ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი, ან მეტი პირის მიმართ და წამება ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

გაგა მკურნალიძეს, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილს ბრალად ედებოდათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. 

 

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 50 სხდომა, რომელზეც განხორციელდა მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმის სახით დაიკთხა დაცვის 30 და ბრალდების 90 მოწმე, აქედან 26 დაზარალებული. წაყენებულ ბრალდებებში არცერთმა ბრალდებული თავი არ ცნო დამნაშავედ. ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში მოითხოვა ყველა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში.

 

საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი გამართლდნენ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

 

ბრალდებული ალექსანდრე გორგაძე უდანაშაულოდ იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მხულის მესამე ნაწილი “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისთვის წარდგენილ ბრალდებაში. მის სიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მხლის პირელი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ალექანდრე გორგაძე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

 

ბრალდებულ ზურაბ შამათავას საქართველოს სისხლის სამართლის   კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მხლის პირელი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ზურაბ შამათავა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

 

ასევე ზურაბ შამათავას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის   კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება(მეოთხე ბრიგადის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მხლის პირელი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ზურაბ შამათავა გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში”. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *