ეს განცხადება ნარამანიამ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის ზრდა ივნისში კიდევ უფრო შემცირდა და -0.8% შეადგინა.
“მხოლოდ ერთი თვის მაჩვენებელი ტენდენციის შესახებ ამომწურავად ინფორმაციას არ იძლევა, თუმცა ნიშნები უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გამოცოცხლებისა, ნამდვილად არის. წლის მეორე ნახევარი ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი და აქტიურია, ვიდრე წლის პირველი ნახევარი, აქედან გამომდინარე, მეორე ნახევარი დააბალანსებს წლის პირველ ნახევარში არსებულ შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპს”, – განაცხადა მან.
