მედიასთან შეხვედრისას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ ყველაზე მთავარი გამოწვევა სააგენტოს საქმინობაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.

 

სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2013 წლიდან გამკაცრდა კონტროლი სურსათის რეალიზაციის ქსელში.  გამოვლინდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის 379 ფაქტი (გასულ წელს მსგავსი კონტროლი არ განხორციელებულა). 

 

ემზარ კობახიძის მაღაზია
ემზარ კობახიძის მაღაზია

“2013 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის მიერ პირველად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული მოთხოვნების ფარგლებში, ევრორეგულაციის EC 2073/2005 “მიკრობიოლოგიური კრიტერიუმები სურსათისათვის” შესაბამისად, ხორციელდება სურსათში Listeria monocytogenes-ის ლაბორატორიული კვლევა. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაანადგურეს 55442 კილოგრამი მყარი სურსათი; 8 257 ლიტრი თხევადი სურსათი; 12 160 კილოგრამი ხორცი და ხორცპროდუქტები (მათ შორის 5 ტონაზე მეტი ცხენის ხორცი); 650 000 ცალზე მეტი სასურსათო კვერცხი”– განაცხადა ჩეკურაშვილმა. 

 

მისი თქმით, მიმდინარე წლის 10 ივნისიდან დღემდე, ვეტერინარული კონტროლი ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელდა 21 საწარმოში (სასურსათო კვერცხისა და კვერცხის ფხვნილის, ქათმის გაყინული ხორცისა და ხორცპროდუქტების, კამეჩის გაყინული ხორცის იმპორტის განხორციელების მიზნით). 

 

2013 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გეგმური ინსპექტირება განხორციელდა 365 საწარმოში.  კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა 2 ბიზნესოპერატორთან. კერძოდ, საკონდიტროსა და აგრარულ ბაზარში. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, საწარმოო პროცესი შეუჩერდა შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და ზემოაღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ათას-ათასი ლარით. 
არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა 110 საწარმოში. კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა 3 ბიზნესოპერატორთან, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. საწარმოო პროცესის შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ და ზემოაღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ ათას–ათასი ლარით. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით, 2012 წლის განმავლობაში სულ ინსპექტირებული იყო 11 ბაგა-ბაღის სასადილო, 2013 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში კი – 87.

2012 წლის განმავლობაში განხორციელდა 504 ინსპექტირება. დაჯარიმდა 27 ბიზნესოპერატორი. 2013 წლის ორი კვარტლის განმავლობაში განხორციელდა 836 ინსპექტირება. დაჯარიმდა 136 ბიზნესოპერატორი.

 
ზურაბ ჩეკურიშვილის ინფორმაციით, ზაფხულში დიდია მოსახლეობის ინტერესი ნაყინის მიმართ:” სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოიკვლია ქართული წარმოების ნაყინის 9 ნიმუში და დარღვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა. სხვადასხვა წარმოების ნაყინის კვლევა დღესაც გრძელდება.”

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *