თენგიზ გუნავას შეწყალების შესახებ სამართლებრივი აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა. თენგიზ გუნავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტმა იაროსლავლ კაჩინსკისთან შეხვედრის დროს ისაუბრა. 

“საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყალებულ იქნეს თენგიზ გულის ძე გუნავა, დაბადებული 1976 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით,-წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.  

 

თენგიზ გუნავა პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტების, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის, ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის დარღვევა ედებოდა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *