მინისტრ დავით დარახველიძის განცხადებით, დღეიდან თბილისში, ვაჟა–ფშაველას #36–ში გახსნილია მომსახურების ცენტრი, სადაც იწამროებს განაცხადებების მიღება. მისივე თქმით, იმისთვის, რომ აღნიშნულ სერვის–ცენტრთან არ დადგეს მოქალაქეთა რიგები, იქ იქნება განთავსებული ინფორმაცია თბილისში მდებარე იმ ობიექტების შესახებ, სადაც დევნილებს შეეძლებათ განცხადების შეტანა ბინების მიღებასთან დაკავშირებით.

 

დარახველიძის თქმით, პირველ ეტაპზე, 15–დან 25 სექტემბრამდე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება 82 დევნილი ოჯახი თბილისში, ყვარელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სომხური საჯარო სკოლის შენობაში. გარდა ამისა, გლდანის მე–3 მიკრორაიონში მდებარე პოლიციის ყოფილ შენობაში ბინებს დაახლოებით 40–მდე ოჯახი მიიღებს. ასევე, გარდაბნის გზატკეცილზე ბინებს მიიღებს 80–მდე ოჯახი.

 

“ვაზიანსა და ორხევში რამდენიმე კორპუსის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს დევნილებისთვის. დევნილები თანამედროვე სტანდარტების იზოლირებულ ბინებს მიიღებენ”, – განაცხადა მან.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *