ოთარ ქარჩავას და ზაზა მახარობლიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 3 500 -ლარიანი გირაო შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეცვლის  შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამი მიმართა. როგორც  სასამართლოს პრესამსახურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, შუამდგომლობის მიზეზი ქარჩავას და მახარობლიძის თანამდებობიდან გათავისუფლებაა. 

 

თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ტრაქტორების საქმეზე” სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა. პირველ მაისს დაკავებული რვა პირიდან, რომლელთაგანაც შვიდს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მოგვიანებით  გირაოს სანაცვლოდ 3 პირი: აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიური ფაკულტეტის დეკანი თეო ურუშაძე, შპს “მექანიზატორის” დირექტორის მოადგილეები მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე გაათავისუფლეს. 


აღნიშნულ საქმეზე წინასწარ პატიმრობაში რჩება ორი ადამიანი, ვაჟა ნახუცვრიშვილი და გივი ფარესაშვილი 

 

2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტომ რვა პირი – შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი,  ვაჟა ნახუცრიშვილი, მოადგილეები – მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი , ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორები – ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.

 

აღნიშნულ პირებს „სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, სამსახურებრივ გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლაში“ედებათ ბრალი. სასამართლომ 7 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

“ტრაქტორების საქმეზე” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება გრძელდება. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაიკითხა.

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *