“რუსეთის პატრიარქი მობრძანდა ჩვენთან და პატრიარქმა მომცა სიტყვა და ეს არის პრეზიდენტი პუტინის აზრიც. მას უთქვამს კიდევ პატრიარქისთვის, რატომ არ შეიტანეთ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილების საკითხიო.. ცალკე იქნება ეს საკითხი განხილული და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამას. შემპირდნენ. აქედან უნდა დავიწყოთ, ლტოლვილების დაბრუნებით თავის კერაში. და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას. “.– განაცხადა ილია მეორემ. 

 

საუბარია რუსეთის მიერ შედგენილ დოკუმენტზე, სადაც სხვადასხვა პრობლემებია შესული. პატრიარქის და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია იმ საკითხმა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში ხასგასმული არ იყო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილების პრობლემები.

 

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით, თანმხლებ პირებთან ერთად, მოსკოვში 22 ივლისს გაემგზავრა.  

 

პატრიარქის ვიზიტი, რომელიც რუსეთის გაქრისტიანებიდან 1025 წლისთავის აღნიშვნას უკავშირდება, 23 ივლისს დაიწყო და 30 ივლისამდე გაგრძელდება.

 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, აშშ–ისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი; საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ–ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ჭუაძე; თბილისის სასულიერო სემინარია–აკადემიისა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტის რექტორი, სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული.  

ილია მეორე/კირილი
ილია მეორე/კირილი

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *