მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2017 წლის 14 დეკემბერს გამოაცხადა 1 349 075 ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ქმედებების ითვალისწინებს.
პროექტი მსოფლიო ბანკის დონორობით განხორციელდება.
ფონდის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს, რომლის მიზანია გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება, კერძოდ:
- ტაძრის ეკვდერების კარნიზების რეაბილიტაცია.
- ეკვდერების მოჭიქული კრამიტით გადახურვა
- გამოვლენილი ისტორიული ლორფინის აღდგენა
- აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ ცოკოლის რეაბილიტაცია
- ტაძრის სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი სამუშაოების დაწყებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.
