“ამ ეტაპზე, ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ამის [კოალიციის დაშლის] არავითარი ნიშანი არ არსებობს გუნდში, თუმცა გარედან უფრო ცდილობენ სიტუაციის მართვას. ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან ბევრს ესხმიან თავს რესპუბლიკელებს, მე ვთვლი დაუმსახურებლად. მათ უფრო მეტი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ საპარლამენტო მუშაობის და ამიტომ არიან უფრო აქტიურნი. ძალიან ვთხოვდი განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, ( ძალიან ხშირად ჩვენი მხარდამჭერების მხრიდანაც დაუმსახურებელი კრიტიკა მოდის) რომ თავი შეიკავონ. განსაკუთრებით თავი შეიკავონ პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმებისაგან, რამეთუ ის არის სახელმწიფო მოღვაწე, არის ძალიან კარგი გამოცდილების მქონე კარგი სპეციალისტი, დაბალანსებული, ნიჭიერი კაცი და ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ მას ხშირად დაუმსახურებლად აკრიტიკებენ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *